შებრუნებული საკლასო ოთახი ფართოდ გამოიყენება დღეს სწავლა-სწავლების პროცესში მთელს მსოფლიოში. მისი დაარსების იდეა გაჩნდა რამოდენიმე წლის წინ, როდესაც ბოსტონელი ანალიტიკოსის სალმან ხანის ბიძაშვილები, რომლებიც ახალ ორლეანში ცხოვრობდნენ, სთხოვდნენ მას, რომ დახმარებოდა სწავლაში.
სალმან ხანმა დროის დასაზოგად მან ჩაწერა ვიდეო-გაკვეთილები და განათავსა Youtube-ზე. როგორც აღმოჩნდა, Youtube-ის სალმან ხანი უფო "მოსაწონი" და "მისაღები" აღმოჩნდა ბიძაშვილებისათვის, ვიდრე რეალური. ამან დაბადა იდეა: შეექმნათ ვიდეო პორტალი, სადაც განთავსებული იქნებოდა სხვადასხვა მასალა, რომელზედაც წვდომა იქნებოდა თავისუფალი ყველა მსურველისათვის და, საიდანაც თავისუფლად ისწავლიდნენ მათთვის საინტერესო თემებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კორპორაცია Intel-ის დახმარებით წამოიწყო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემდა ქართველ პედაგოგებს ზიარებოდნენ 21-ე საუკუნის ინოვაციური სწავლების მეთოდებს.
- ინოვაციები სასწავლო პროცესში;
- შებრუნებული საკლასო ოთახის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში.
Комментариев нет:
Отправить комментарий